თურქეთის პოლიციამ ორი ქართველი ბიზნესმენი დააკავა, რომლებიც სტამბულში ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრია ანტუან ვან დეიკის ფერწერული ტილოს გაყიდვას ცდილობდნენ. ტილო ქვეყანაში კონტრაბანდული გზით საქართველოდან შევიდა.
ინფორმაციას ამის შესახებ წამყვანი თურქული მედიასაშუალებები დღეს დილიდან ავრცელებენ.
ინტერნეტ გამოცემა www.milliyet.com.tr -ის ცნობით, თურქეთში ჩასული ორი ბიზნესმენი, რომლებიც სტამბულის ცენტრში მდებარე ერთერთ სასტუმროში იყვნენ დაბინავებული, ნახატის გაყიდვასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და მათთან კლიენტის სახით მისულმა პოლიციამ ისინი დააკავა.
ჯერჯერობით არ ხმაურდება დაკავებული ქართველების ვინაობა და არც ის თუ საიდან მოხვდა ნახატი საქართველოში. ამ დროისათვის ნახატი დაათვალიერეს თურქმა ხელოვნებათმცოდნეებმა და განაცხადეს, რომ იგი ორიგინალია. საბოლოო პასუხის მისაღებად კი ფერწერულ ნამუშევარ ექსპერტიზა ჩაუტარდება.
თურქული მედიის ცნობით ნახატი ევროპაში მოიპარეს და სტამბულში საქართველოს გავლით მოხვდა.
ანტონ ვან დეიკი (1599, 22 მარტი – 1641, 9 დეკემბერი) – ფლამანდრიელი მხატვარი და გრაფიკოსია. სამეფო წევრებისა თუ დიდებულების ოჯახების პორტრეტების ოსტატი და რელიგიური სიუჟეტებისა, ბაროკოს სტილში.