ბრძანების თანახმად სოციალური სააგენტოს ლანჩხუთის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობიდან მაკა გოგიჩაიშვილი გაათავისუფლეს, უფროსის მოვალეობის შესრულება კი ამავე განყოფილების მთავარ სპეციალისტს ეკა წილოსანს დაეკისრა.
რა იყო სამსახურიდან გათავისუფლების რეალური საფუძველი, ამაზე მაკა გოგოიჩაიშვილს წარმოდგენა არ აქვს
"ბრძანების საფუძველზე 31 დეკემბერს შემიწყდა უფლებამოსილება. ნამდვილად არ ვიცი, რეალურად რა გახდა ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი, ბრძანებაში კონკრეტულად არაფერია ნათქვამი. ნამდვილად მოულოდნელი იყო, რადგან წარმატებით გავიარე ტესტირება და როგორც ჩანს, გასაუბრებაზე დამიწუნეს. აუცილებლად ვაპირებ ხელახლა მივიღო კონკურსში მონაწილეობა," – განაცხადა ჩვენთან საუბარში ქალბატონმა მაკამ.
ცნობისთვის, სოციალური სააგენტოს ლანჩხუთის განყოფილებაში ცვლილებები არ შეხებია დანარჩენ თანამშრომლებს, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.