ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკუთარ წარმომადგენლებისგან სოფლებში სოციალურად შეჭირვებული ოჯახების აღწერა მოითხოვა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესაძლებლობის შესაბამისად შეძლოს მათი დახმარება.
გამგეობის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ინფორმაციის თანახმად, გამგებელი რწმუნებულებთან გამართულ თათბირზე კატეგორიულც კი იყო -"თითოეულ თქვენგანს მოვთხოვ პასუხს, როგორც კი თქვენ გარეშე გავიგებ, რომ ამა თუ იმ სოფელში მარტოხელა გაჭირვებული ოჯახი ცხოვრობს და პრობლემები აქვს. თქვენ ყველაფერი უნდა იცოდეთ რა ხდება თქვენ სოფლებში, ვის უჭირს, ვის ულხინს" – მიუმართავს გამგებელს მათთვის.
აღნიშნულ თათბირზე გამგებელმა საკუთარი წარმომადგენლებისგან დაზუსტებული ინფორმაციაც მოითხოვა, თუ სად და რა სახის ზარალი მიაყენა დიდთოვლობამ მუნიციპალიტეტის სოფლებს. ამასთან, სოფლებში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების მდგომარეობის შესწავლაც მოითხოვა, რომ შემდგომ ინფორმაცია "ენერგო-პრო-ჯორჯიას" მიეწოდოს.
გამგებლისვე ინფორმაციით, მიმდინარე თვის ბოლოდან ცატარდება სოფლის კრებები და მოსახლეობასთან ერტად გამოიკვეთება ის პრიორიტეტები, რაც შემდგომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.