ქალაქის მერიისგან 51 სოციალურად დაუცველი ოჯახი საცხოვრებლად ყველა საჭირო პირობის მქონე ფართს მიიღებს.
თავშესაფარი ქალაქ ოზურგეთის ყოფილი სამშობიაროს შენობაში განთავსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებმა 407 508 ლარი შეადგინა.
ქალაქის მერიას ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა უსახლკარო ოჯახებმა, ასევე, აღნიშნულ შენობაში თვითნებურად შესახლებულმა მოქალაქეებმა, ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნით ოფიციალურად მომართეს, რის საფუძველზეც მერიის შესაბამისი კომისიის მიერ შესწავლის შედეგად საცხოვრებელ ფართს შშმ პირები, მარტოხელა მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა პენსიონერები, მარჩენალდაკარგულები, სტიქიის შედეგად დაზარალებულები და მარტოხელა დედები მიიღებენ.
(R)