1. რა ჰქვია ისეთ ადამიანს, რომელიც მუდამ კარგ ხასიათზეა?
___ აბდალი
2. რა ჰქვია მოზრდილ ბავშვს?
___ ყაზირალი
3. რით იკვებება აბრეშუმის ჭია?
___ ბჟოლათი
4. როგორ იწყევლება გურული ქალი?
___ შენ გნახე მოტაფული
5. რა ხდება ბრაზილიურ სერიალებში?
___ კურცხალს აღვარღვარებენ
6. რა ყიყინებს დაგუბულ წყალში?
___ ყვაჭიჭა
7. როგორ გამოითქმის გურულად ადამიანი ამფიბია?
___ ადამიანი ყვაჭიჭა
8. როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომელსაც ხეზე ასვლა უჭირს?
___ ვუპოჭიკოთ
9. როდის იყიდა გურულმა შარვალ-კოსტუმი?
___ გუშხამ
10. რა ისმის მომაკვდავის ოთახიდან?
___ კუთვა
11. როგორ გადავიყვანოთ დაშავებული უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში?
___ მოზუკუტურებული
12. რას აკეთებს თხა, როცა შია?
___ პეტელობს
13. რა მოუდის წყალს მინუს 10 გრადუსზე?
___ როფავს
14. რა ჰქვია უხასიათო ადამიანს?
___ უზნოური
15. რა ამოდის ბუხრის მილიდან?
___ფუტი
16. როგორ ჩამოვარდა ბავშვი ხიდან?
___ ევიდა ყაზირალი ხეზე, მუუხჩა ბოლი, მოადინა ზღართანი, მორთო პრინჭილი.
ავტორი: ნინო ჩიტიშვილი