რუსეთში სოროსის ფონდის დაფინანსებით გამოცემული წიგნები დაწვეს. აღნიშნულ ინფორმაციას NYTIMES ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით 50-ზე მეტი წიგნი დაწვეს, ხოლო 500-ზე მეტი სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების ბიბლიოთეკებიდან იმ მოტივით გამოიტანეს, რომ ისინი კონტექსტით რუსულ იდეოლოგიისაგან განსხვავდებიან.
ფედერაციის კულტურის მინისტრის განცხადებით, მას წიგნების დაწვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
"წიგნების დაწვა ძეგლების განადგურებას ჰგავს, რაც ძალიან ცუდი და აბსოლიტურად მიუღებელია", _განაცხადა ვლადიმერ მედინსკმა.