თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, საქართველოს ბანკის სათაო ოფისთან რამდენიმე წუთის წინ ავარია მოხდა.
როგორც "გურია ნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ავტომანქანა ფაეტონს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ცხენი მოკვდა.
როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში უთხრეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ავტოსაგზაო შემთხვევა ადმინისტრაციული წესით გაფორმდება და ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ფაეტონს დაეჯახა, დაჯარიმდება. დაშავებული არავინ არ არის. მხოლოდ ცხენი მოკვდა", _ აცხადებენ შსს-ში.
ადგილზე ამ დრომდე მუსაობენ სამართალდამცავები. "გურია ნიუსი" შემთხვევის ამსახველ ფოტოებს გთავაზობთ: