იაპონიაში ტურისტული ავტობუსი, რომელშიც 39 მგზავრი და 2 მძღოლი იმყოფებოდა გზიდან გადავარდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად თოთხმეტი მგზავრი დაიღუპა, ხოლო ოცდაშვიდი დაშავდა.
პოლიციის ცნობით, უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზები უცნობია, რადგან გზა, სადაც ავტობუსი გადავარდა მოყინული არ იყო.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.