ლანჩხუთში, საახალწლოდ ქალაქის გალამაზებისთვის და ნაძვის ხის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 35 ათასი ლარის გახარჯვა იგეგმება და სამუშაოებს ა(ა)იპ „კეთილმოწყობის სამსახური შეასრულებს.
მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ინფორმაციით, წელს ახალი წლის შესახვედრად მუნიციპალიტეტს სიახლეები აქვს დაგეგმილი
„გვინდა საახალწლო ღამე იყო გამორჩეული. სავარაუდოდ, ამისთვის დამატებით 18 ათასი ლარი კიდევ დაიხარჯება. თუ კარგი ამინდი დარჩა ახალი წლის ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართება და მასში მონაწილეობას ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები მიიღებენ. იქნება ბევრი სიურპრიზი და განსხავებული 31 დეკემბრის ღამე“, _ გვითხრა განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა სულაბერიძემ.
მისივე თქმით, საახალწლო ნაძვის ხის დადგმა მერიის მიმდებარედ არსებულ პარკში 25 დეკემბრისთვის იგეგმება.