ასტრონომები მზის სისტემაში მეცხრე პლანეტის არსებობის შესახებ მსჯელობენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, იდეა, რომ ეგრეთ წოდებული ამოუცნობი პლანეტა შესაძლოა მზის სისტემაში არსებობდეს დებატების საგნად ბევრჯერ იქცა.
ამერიკელი ასტრონომების თქმით, არსებობს მტკიცებულება, რომ მზის სისტემის ორბიტაზე მეცხრე პლანეტა არსებობს, რომელიც სიდიდით მსოფლიოში ყველაზე პატარაა.
მათი გათვლებით, ობიექტი მზისგან ოცჯერ მოშორებულია, ვიდრე სისტემის მერვე პლანეტა ნეპტუნი, რომელიც მზეს 4 მილიარდზე მეტი კილომეტრითაა დაშორებული.
როგორც ცნობილია, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გუნდს ჯერ არ აქვს პირდაპი დაკვირვების ანგარიში, რომელიც პლანეტის არსებობას დაადასტურებს.
"დედამიწაზე ბევრი ტელესკოპი არსებობს, რომლის მეშვეობითაც პლანეტის პოვნის შანსი იზრდება," _ ამბობს უნივერსიტეტის დოქტორი მაიკ ბრაუნი.
მისივე თქმით, პლანეტის აღმოსაჩენად კოსმოსში გამგზავრებაა საჭირო.
"დიდი იმედი მაქვს ადამიანებს სურვილი გაუჩნდებათ, მეცხრე პლანეტის აღმოსაჩენად კოსმოსში გაემგზავრნონ,"_ განაცხადა მან.