მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი სპორტსმენი, 27 წლის ანტონია მისურა პოლიტიკაში მიდის.
ხორვატი კალათბურთელი და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების სექს-სიმბოლო ხორვატიის დემოკრატიული კავშირის პარტიის წევრი გახდა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატის მანდატისთვის იბრძოლებს.
ლამაზმანი სპორტსმენი ამჟამად ფრანგული კლუბის, "ტულუზას" წევრია და თუკი მას პარლამენტში აირჩევენ, სპორტულ კარიერაზე უარის თქმა მოუწევს.