https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

    ლიბიის სანაპიროსთან რუსულ თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა

    წყალქვეშა ნავმა ირანული საბრძოლო ხომალდი ჩაძირა- 100-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა

    ისრაელის თავდაცვის მინისტრი: აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული

    “ცეცხლს წავუკიდებთ ნებისმიერ გემს…” – ირანის მუქარა

    ირანის რეჟიმის გარეშე მსოფლიო ცოტა უკეთესი გახდება – მერცი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ლანჩხუთსაც უნდა გავუზარდოთ კვერცხების რაოდენობა, ჩოხატაურს კი _ თავისთავად”

10:01; 22.01.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჭკუასელი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ, ჯერჯერობით, უცნობია, იყრის თუ არა კენჭს ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატად. ჭკუასელის თქმით, ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილთან ჯერ არ უსაუბრია, თუმცა, მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ორი მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის ნდობა მოიპოვოს: _  ჩემი მზადყოფნა ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარია, როგორ იქნება საჭირო "ქართული ოცნებისთვის", _ აღნიშნა ჭკუასელმა.

_ ბატონო თემურ, ერთია საჭიროება და მეორეა საზოგადოების მხარდაჭერა. ბევრს იმედები გაუცრუა "ჯიბეზე საგრძნობმა" მესამე წელმა, საუკეთესო მეოთხე წელმა, დაპირებების შეუსრულებლობამ… ესეც ხომ მნიშვნელოვანი ფაქტორებია?

_ მნიშვნელოვანია, თუმცა, ასე ჩამუქებაზე ვერ დაგეთანხმებით _ ასე ვერ ვხედავ სიტუაციას. ეკონომიკური მოვლენები მსოფლიოს მასშტაბით ხდება და ჩვენც, გვინდა-არ გვინდა, მაინც ბევრ რამეზე ვართ დამოკიდებულნი.

_ თუმცა, როგორც  ბიძინა ივანიშვილმა "გურია ნიუსთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ დაპირება, რომლის თანახმადაც, "მესამე წელი ყველას ჯიბეზე უნდა ეგრძნო", მისი მხრიდან წამოცდენა იყო…

_ კი, თქვა. იცით, რა ხდება? როცა მოდიხარ პოლიტიკაში,  ყოველთვის არსებობს ის მომენტი, რომ ძალიან ბევრის გაკეთება გინდა საკუთარი ქვეყნისთვის, მაგრამ ცხოვრების რეალობას რომ  შეეჯახები, სხვანაირადაა ბევრი რამ. თუმცა, სურვილი სურვილად რჩება.  იმიტომ გვინდა, გავიგრძელოთ ხელისუფლებაში ყოფნა, რომ სურვილები სურვილად არ დარჩეს.

_ თქვენი დაპირებებიც ახსოვს საზოგადოებას _  გორაბერეჟოულის ტექნიკუმის აღდგენა, რძის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა…

_ ნუ ავურევთ ერთმანეთში. რძის გადამამუშავებელ ქარხანას მე არავის დავპირებივარ. ვთქვი, რომ შესაძლებელი იყო გაკეთება, რადგან ამის სურვილი ბიზნესმენებს ჰქონდათ. წინასაარჩევნო პერიოდში ჩოხატაურელებს ვპირდებოდი, რომ აუცილებლად ავაშენებდი ხილის გადამამუშავებელ ქარხანას და ეს გაკეთებულია. ვპირდებოდი გზებს, რომელიც გავაკეთეთ და კიდევ გავაკეთებთ. სურების გზაზეც ვსაუბრობდით და გზის რეაბილიტაცია დაწყებულია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. ვპირდებოდი გორაბერეჟოულის ტექნიკუმის  აღდგენას… აბსოლუტურად ყველაფერი გაკეთებული და "ქართული ოცნების" ლიდერთანაც იყო შეთანხმებული, მაგრამ შეფერხება გამოიწვია იმან, რომ შენობა ამორტიზირებულია და რეაბილიტაციამ ძალიან დიდი თანხები მოითხოვა. თუმცა, მაგას აუცილებლად გავაკეთებ.

_ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ტექნიკუმის შენობა უვარგისია, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ  გააჟღერა ინიციატივა, რომ სასწავლო კორპუსად გამოყენებული იქნას ერკეთში არსებული შენობა, რომლის ბაზა იქნება გორაბერეჟოულში. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

_ მაგას აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას. ასევე, გეტყვით რომ მე სხვა გზითაც წავედი და ვფიქრობ, თანადაფინანსებით გაკეთდეს გორაბერეჟოულის ტექნიკუმის შენობა. ბიზნესმენებს ვესაუბრე და ვგეგმავთ, მათი დახმარებით შეივსოს ბიუჯეტი. თანხის ნაწილი უკვე გამოყოფილი აქვს განათლების სამინისტროს. შეხვედრაც შედგა და ვნახოთ, რა იქნება. უბრალოდ, ამ ყველაფერს დრო სჭირდება. მთავარია, რომ მიტოვებული არ მაქვს ეს საქმე და ხელი არ ჩამიქნევია. საერთოდ, ჩემი ფიქრი დატრიალებს ჩოხატაურს.

_ თქვენს სახელთან ასოცირებული ერთი ობიექტი დაგავიწყდათ _ კულტურის სახლი, რომლის აუცილებლობაზე "გურია ნიუსი" 6 წლის განმავლობაში წერდა…

_ ჰო და ეს ძალიან მახარებს. კარგად მიდის მშენებლობის ტემპი.

_ ბატონო თემურ, მზად ხართ, რომ ლანჩხუთშიც იბრძოლოთ გამარჯვებისთვის? ჩვენთან ცოტა სხვანაირი სტერეოტიპია _ ოზურგეთელი ჩოხატაურელს არ მისცემს ხმას, ჩოხატაურელი _ ლანჩხუთელს ან პირიქით…

_ მე ლანჩხუთში ვარ დაბადებული და გაზრდილი. სოფელ ჩიბათის სკოლაში ვსწავლობდი, სადაც ახლა ჩემთან შეხვედრა უნდათ. მე ხომ განსაკუთრებული პიროვნება ვარ?! ვხუმრობ, რა თქმა უნდა. პოლიტიკა პოლიტიკაა, მაგრამ მაგის გარდა, უამრავი რამ მაქვს გაკეთებული. ადამიანები გიჟდებიან, რომ მხვდებიან და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ყველასთან.

_  თქვენ პირადად რას ფიქრობთ _ თემურ ჭკუასელს რა უფრო უკეთ გამოსდის _ სიმღერა თუ პოლიტიკოსობა?

_ თემურ ჭკუასელს, როგორც მომღერალს, ხალხი ისე იცნობს, თორემ ვისაც ჩემი წიგნები წაკითხული აქვს, ისინი ცოტა სხვანაირად ფიქრობენ. მე მწერალი უფრო ვარ, ვიდრე მომღერალი. არ მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი მომღერალი ვარ. არც იმას არ მივიჩნევ,  რომ პოლიტიკოსი ვარ _ პოლიტიკას ახლა ვსწავლობ. პირველ წელს, როცა პარლამენტში შევედი, ძალიან უმეცარი ვიყავი. ახლა მეოთხე წელია, გაცილებით ძლიერი ვარ და კარგად ვიცი, ამ ქვეყანაში რა, როგორ და რანაირად  ხდება. ამას ელემენტარული ნიჭი სჭირდება, გურულები კი ნიჭიერები ვართ და უცებ ავუღე ამ ყველაფერს ალღო. ასე რომ, ძალიან დიდი განსხვავებაა იმ თემურ ჭკუასელს,  რომელმაც 2012 წელს კენჭი იყარა და დღევანდელ თემურს შორის. ამას შინაგანად ვგრძნობ. მაგრამ ვერ დავიწყებ იმის ლაპარაკს, რომ აუცილებლად უნდა ვიყარო კენჭი,-მეთქი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას მივიღებ. თუ გამოიკვეთება "ქართული ოცნებიდან" უკეთესი კანდიდატი,  დიდი სიამოვნებით დავუჭერ მხარს. ამას მთელი სერიოზულობით ვამბობ, თუმცა, აქ არის ერთი მომენტი _ დედა მყავს ლანჩხუთელი, მამა კი ჩოხატაურელი და ეს ძალიან აბალანსებს სიტუაციას.  ვფიქრობ, რომ ამ მომენტმა შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

_ ბატონო თემურ, თქვენთან ინტერვიუ ყოველთვის საინტერესო გამოდის, რადგან იუმორი თან ახლავს. როცა ხუმრობანარევ კითხვას ვსვამთ ან სტატიას ვწერთ, ვერ იგებენ და ბრაზდებიან. მაგალითად, ჩვენს იუმორისტულ რუბრიკაში გამოქვეყნებულმა სტატიამ _ "ჩოხატაურში 201 წელია", ადგილობრივი ხელისუფლება გაანაწყენა. თუმცა, თქვენ გამონაკლისი ხართ და ვიცით, რომ ამ კითხვას სწორად გაიგებთ. ჩვენ ხშირად ვატარებთ გამოკითხვებს და როცა დეპუტატებზე გვქონდა გამოკითხვა,  ერთმა გურულმა თქვა თქვენი მისმართით _  "კიდევ თუ დეპუტატობას აპირებს, "ჯორკო" ხომ არ შევაშველოთ?!" დაგჭირდებათ "ჯორკო"?

_ მეც წავიკითხე 201 წელზე და ძალიან ვიხალისე. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლებისაც მესმის _ ისინი ბევრს შრომობენ  და რაღაც სხვანაირად რომ იწერება, სწყინთ, თუმცა, ვფიქრობ, ამის შემდეგ ამაზე აქცენტების გაკეთება და თემის გაგრძელება არ არის სწორი. საერთოდ, ძალიან მიყვარს გურულების კომენტარები. დიდთოვლობის დროს, როცა შუქი გამოირთო, თქვენ გქონდათ სტატია, რომელშიც ასეთი კომენტარი იყო: ხელისუფლება "ხმას კი არა, ქვას არ მივცემთო" . ბუნებრივია, ძალიან განვიცადე უშუქობის საკითხი,  მაგრამ იმ კომენტარმა ძალიან გამახალისა. ზოგიერთი შეიძლება, გაბრაზებულიყო და ალბათ, ბევრს ეწყინა, მაგრამ მე ვიხალისე, თან ძალიან. ისე მომეწონა, რომ ყველგან ვყვებოდი და ბიძინასაც ვუთხარი. ისიც ვუთხარი, გურულებმა შემოგითვალეს, თქვენ რომ დაგვპირდი 2017 წელს ყველაფერი კარგად იქნება, 2016 წელი გამოვტოვოთო _ ამაზე ვიხუმრეთ. რაც შეეხება ჯორკოს, თუ იმას გულისხმობენ, რომ ენერგია მჭირდება, ასეა; თუ ასაკს გულისხმობენ მაშინ _ არა. ჯერჯერობით მაგრად ვგრძნობ თავს.

_  ბუნებრივია, კვერცხების თემას ვერ ავუვლით გვერდს. წინასაარჩევნოდ, ჩოხატაურელებს "კვერცხების რაოდენობის გაზრდას" პირდებოდით და წუხდით, რომ სულ ერთი კვერცხი უწევდათ. ახლა როგორ იქნება საქმე _ თუ ლანჩხუთის დეპუტატობასაც აპირებთ, ჩოხატაურელები გაგინაწყენდებიან _ თქვენი ცნობილი განცხადების დროს, ლანჩხუთს ორი კვერცხი ჰქონდა. ჩოხატაური ისევ ერთი კვერცხის ამარა დარჩება?

_ მაგ ამბავმა ამერიკამდეც ჩაააღწია და ყველამ იხალისა. თუმცა, ახლა ისე ნუ ვისაუბრებთ, თითქოს დეპუტატობა გადაწყვეტილი ამბავია..

_ ამ დროის მონაცემებით, სანამდე გაუზარდეთ ჩოხატაურს კვერცხების რაოდენობა?

_ ახლა გაზრდილია კარგად და ჩემამდე მოაღწია ინფორმაციამ, რომ ლანჩხუთი ნერვიულობს, ჩოხატაურს ბევრი აქვსო. ცოტათი ოზურგეთიც ანერვიულდა მაგ მხრივ. მაგრამ, თუ მოხდა მოსახდენი, ლანჩხუთელებსაც ვეუბნები, რომ კვერცხების რაოდენობა მათაც უნდა გაეზარდოთ და ჩოხატაურს _ თავისთავად.

_ თქვენი მთავარი საზრუნავი კვერცხების  რაოდენობის გაზრდაა?

_ კი, კვერცხების გაზრდაა მთავარი, _ გვითხრა  ჭკუასელმა და ინტერვიუ ანეკდოტით დაასრულა: " საბჭოთა კავშირის დროინდელი ამბავია. გურიის რომელიღაც სოფელში, მდინარის გაღმა, რაიკომის მდივანი ატარებს თათბირს. დღის წესრიგში დგას საკითხი, რომ სოფელი ვერ ასრულებს კვერცხების გეგმას. არის ერთი ამბავი. ადგა ერთი გურული და ამბობს: _ ჩვენ კვერცხის გეგმას კი ვასრულებთ, მაგრამ მდინარეზე ხიდი არ არის, ამიტომ, ძალიან შორიდან გვიწევს მოვლა, გზაში აი კვერცხები ფუჭდება და მერე ვყრით. აგვიშენეთ ხიდი და კვერცხების გეგმასაც შევასრულებთო. რაიკომის მდივანიც დაპირდა _ კარგი მოთხოვნააო. რომ დაჯდა, მეზობელი ეუბნება: _ ბიჯო, მართლა რომ ააშენონ ხიდი, მერე რას ვშვებითო?!

_ სად გინახია, კვერცხების მათხუარი მთავრობა ხიდის ამშენებელი იყოსო, _ დაამშვიდა  გურულმა". ხოდა, ჩვენც ასე არ დაგვემართოს, ნამეტანი ბევრი არ მოვითხოვოთ. მაგრამ ახლა პირიქით გამოდის, მაშინ მთავრობა ითხოვდა, ახლა კი პირიქითაა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ფილმი იქნება პირუტყვული გამოვლინებების გარეშე, მაგრამ უმძიმესი კადრებით" _ გოგა ხაინდრავა

აქვს თუ არა დამსაქმებელს დასაქმებულის პირადი მიმოწერის კონტროლის უფლება

ყველა სიახლე

მთავარი

რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

21:55; 4.03.2026
საზოგადოება

ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლა გამორჩეულ მასწავლებელს ემშვიდობება

21:44; 4.03.2026
სამართალი

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე ავტოკატასტროფაში მოჰყვა

21:35; 4.03.2026
სპორტი

საბა ტაკიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა

20:47; 4.03.2026
სამართალი

გაზის ღუმელის აფეთქების შედეგად, მამაკაცი დაიწვა და მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა

19:13; 4.03.2026
სამართალი

ტრაილერის მძღოლი, რომელსაც 298 კგ “ჰეროინის” შემოტანას ედავებოდნენ, სასამართლომ სრულად გაამართლა

18:50; 4.03.2026
ფინანსები

ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს ახალგაზრდებისთვის 100-მდე მონაწილე დაესწრო – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

18:05; 4.03.2026
სამართალი

უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო

17:56; 4.03.2026
ფინანსები

მიიღეთ გზავნილი საქართველოს ბანკის მობილბანკში, ნებისმიერ დროს, უკეთესი კურსით

17:40; 4.03.2026
პოლიტიკა

საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

17:28; 4.03.2026
მსოფლიო

თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

17:01; 4.03.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

16:53; 4.03.2026
პოლიტიკა

DRI: კანონში გათვალისწინებული ცვლილებები ქვეყანაში საბოლოოდ ამკვიდრებს ტოტალური სამართლებრივი კონტროლისა და რეპრესიულ მექანიზმს

16:46; 4.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:45; 4.03.2026
მსოფლიო

ლიბიის სანაპიროსთან რუსულ თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა

16:33; 4.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო