ეგეოსის ზღვაში 2 გემი ჩაიძირა,რომლითაც მიგრანტები მგზავრობდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ერთი გემი საბერძნეთის კუნძულ კალოლიმნოსთან ჩაიძირა, რის შედეგადაც 34 მგზავრი დაიღუპა, მათ შორის 11 ბავშვია.
რაც შეეხება მეორე გემს, ის კუნძულ ფარმაკონისისთან ჩაიძირა, რის შედეგადაც რვა მგზავრი დაიხრჩო.
მაუწყებლის ინფორმაციით, უცნობია გემზე მყოფი მიგრანტების რაოდენობა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეგეოსის ზღვის გადაკვეთისას 700 მიგრანტია დაღუპული,ხოლო მილიონზე მეტმა ევროპაში ჩამოღწევა შეძლო.