ლარის კურსი ისტორიულ მინიმუმზე ქვევით დავარდა. დღეს ლარის გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ერთი დოლარის ფასი 2. 47 ლარს მიაღწია. ასეთი გაუფასურებული ლარი, თავისი არსებობის მანძილზე, არასდროს ყოფილა.
ეროვნულმა ბანკმა სტაბილურობის შესანარჩუნებლად რეზერვებიდან 20 მილიონი დოლარი გაყიდა. კომერციულ ბანკებში ლარის კურსი კიდევ უფრო დაბალია და 2.50 ნიშნულზეა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძის განმარტებით, "ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ერთობლივად უნდა შექმნან სწორი მოლოდინები მოსახლეობისთვის, უნდა გააკეთონ ერთობლივი განცხადებები და ასევე მოსახლეობამ უნდა დაინახოს ქმედებები. ამ ქმედებებში შედის პრივატიზაციის პროცესი, ასევე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დაბალანსება და ნაკლები ლარის გამოშვება ბაზარზე, ასევე აუცილებელია როგორც მონეტარული ისე ფისკალური პოლიტიკის ერთობლივი დაგეგმვა."
.