2016 წლის 2 თებერვალს, იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით იწყება "დასავლეთის თასის" გათამაშება, რომელშიც დასავლეთ საქართველოს პირველი და მეორე ლიგის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. კენჭისყრის შედეგად გუნდები ორ ქვეჯგუფად გადანაწილდნენ. ჯგუფი პირველი: „სამეგრელო–2“ ჩხოროწყუ, „ტორპედო“ ქუთაისი, „მეშახტე“ ტყიბული, „ზანა“ აბაშა, „ბახმარო“ ჩოხატაური.
ჯგუფი მეორე: "მარგვეთი–2006" ზესტაფონი, "კოლხეთი" ხობი, "საირმე" ბაღდათი, "ეგრისი" სენაკი, "სამეგრელო–1" ჩხოროწყუ.
ქვეჯგუფში ორი საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში მოხვდება და ჯვარედინი სისტემით 17 თებერვალს გამოავლენენ ფინალისტებს. "დასავლეთის თასის" ფინალი კი 20 თებერვალს გაიმართება.
ჩოხატაურის „ ბახმარო“ აღნიშნული ტურნირისთვის ინტენსიურად ემზადება ნახევარფინალში მოხვედრასაც გეგმავს, თუმცა მონაწილე გუნდების სიძლიერიდან გამომდინარე ეს არც თუ იოლი მისაღწევი იქნება.
გთავაზობთ I ჯგუფის გათამაშების ცხრილს:
I ტური: 2 თებერვალი, სამშაბათი
„ტორპედო“ – „ბახმარო“
„მეშახტე“ – „ზანა“
„სამეგრელო–2“ – ისვენებს
II ტური: 5 თებერვალი, პარასკევი
„ბახმარო“ – „მეშახტე“
„სამეგრელო–2“ – „ტორპედო“
„ზანა“ – ისვენებს
III ტური: 8 თებერვალი, ორშაბათი
„მეშახტე“ – „სამეგრელო–2“
„ზანა“ – „ბახმარო“
„ტორპედო“ – ისვენებს
IV ტური: 11 თებერვალი, ხუთშაბათი
„სამეგრელო–2“ – „ზანა“
„ტორპედო“ – „მეშახტე“
„ბახმარო“ – ისვენებს
V ტური: 14 თებერვალი, კვირა
„ზანა“ – „ტორპედო“
„ბახმარო“ – „სამეგრელო–2“
„მეშახტე“ – ისვენებს
½ ფინალი: 17 თებერვალი, ოთხშაბათი
1 ჯგ. 1 ადგილი – 2 ჯგ. 2 ადგილი
1 ჯგ. 2 ადგილი – 2 ჯგ. 1 ადგილი
ფინალი: 20 თებერვალი, შაბათი
Developed By Web Features 2024 © All rights reserved