ჩოხატაურის მუნიციპლიტეტი ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, "ენერგო პრო ჯორჯიას" ჩოხატაურის სერვისცენტრის უფროსის, ვანო ჭარბაძის ინფორმაციით, გამორთვის ზუსტი მიზეზი უცნობია:
"სისტემაში არ არის დენი და ამ დროისთვის ვერ გეტყვით, რამდენ ხანში მოხდება ელექტროენერგიის აღდგენა", _აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჭარბაძემ, რომელიც ჩოხატაურის უშუქოდ დატივებას დიდთოვლობას უკავშირებს.
ჩოხატაურში ამ წუთებშიც ძლიერი თოვაა. დაბაში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს, ხოლო მაღალმთიან სოფლებში ერთ მეტრს აღემატება.































































