ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე წუთის წინ აღუდგა. დიდთოვლობის გამო ამ დრომდე გამორთულია დაბის რამდენიმე ქუჩა და სოფლების უმრავლესობა.
"ენერგო პრო ჯოჯრიას" ჩოხატაურის სერვისცენტრის ხელმძღვანელის ვანო ჭარბაძის ინფორმაციით კომპანიის ბრიგადები დაზიანებულ ადგილებზე ამ წუთებში მუშაობენ.
ჩოხატაურში ამ წუთებშიც ძლიერი თოვაა.
































































