შვედეთის ყოფილი პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის კანდიდატურა უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე განიხილება. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა “გლავკომი” იტყობინება.
როგორც “გლავკომი” წერს, კარლ ბილდტის დანიშვნა არსენი იაცენიუკის ნაცვლად უკრაინას მისცემს შესაძლებლობას, საერთაშორისო დონორებს მოელაპარაკოს.
ასახელებს უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სხვა კანდიდატებს შორის გამოცემა ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის ფინანსთა მინისტრს ნატალია იარესკოსს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ბორის ლოჟკინს, რადას სპიკერს ვლადიმირ გროისმანსა და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელს ალექსანდრ ტურჩინოვს.
29 დეკემბერს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ მზად არის, თანამდებობა დატოვოს, თუმცა მას შემდეგ, რაც თავის სამუშაოს ბოლომდე შეასრულებს.
წყარო: 2030.news


































































