ლანჩხუთის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია.
ცენტრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ბაღები ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას პირველი თებერვლიდან განაახლებენ.
































































