ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნინო ჩიტაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს
"მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში პედაგოგები ჩვეულ რეჟიმში გამოცხადდნენ, თუმცა მოსწავლეთა დასწრების საკმაოდ დაბალი აქტივობა შეინიშნებოდა, ზოგიერთ სკოლაში სულ რვა ბავშვი გამოცხადდა. ჯერჯერობით, ოფიციალურად სასწავლო პროცესი არ გადადებულა, ამასთან დაკავშირებით მითითებას განათლების სამინისტროდან ველოდებით",– აცხადებს ჩიტაძე.
მისივე ინფორმაციით, სკოლები გაცდენილ საათებს უქმე დღეების ხარჯზე აანაზღაურებენ.
































































