ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობას ებრძვიან. ამ წუთების მდგომარეობით გაწმენდილია დაბის ყველა ქუჩა.
ცენტრალური გზები სრულად არის გაწმენდილი სოფელ კოხნარში, საჭამიასერში, ზემოხეთში, გოგოლესუბანში, შუა და ზემო ფარცხმაში, დაბლაციხეში, ბუკისციხეში, იანეულში, დიდივანში, შუასურებში, ქვემო და ზემო ერკეთში, გუთურში, გორაბერეჟიულში, ხიდისთავი, ქვენობანში, ბუკნარში და შუამაღლებში.
გზა გაწმენდილია ჩოხატაური–ბახმაროს მიმართულებით.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით ამ დროისთვის პრობლემაა სოფელ ამაღლებაში, სამებაში და ვანზომლეთში:
_ უკვე წავიდა სპეცტექნიკა ვანზომლეთის მიმართულებით და დღის ბოლომდე გზა ყველგან იქნება გაწმენდილი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ.
მისივე ინფორმაციით ერთ საათში სრულად იქნება გაწმენდილი ზემო სურების ცენტრალური გზა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საგანგებო შტაბი მუშაობს და მოქმედებს ცხელი ხაზი _ 551 203004; 577 959778, რომელზეც დაკავშირება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, ამ დროის მონაცემებით შუქის გარეშე 1263 აბონენტია დარჩენილი. "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები დაზიანებულ უბნებზე დილიდან მუშაობენ.
ჩოხატაურში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს და ამ წუთებშიც თოვს.































































