საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის და მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქ სტრასბურგში დასრულდა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები დაესწრნენ ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ სემინარს თემაზე,"საერთაშორისო და ეროვნული სასამართლოები ადამიანის უფლებათა მასშტაბური დარღვევების წინააღმდეგ." აღნიშნული ღონისძიების ორგანიზება ყოველწლიურად ხორციელდება და მასში მონაწილეობას იღებენ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები და პროკურატურის ხელმძღვანელი პირები.
წლევანდელი სემინარის მიმდინარეობისას განხილულ იქნა გენოციდთან, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშულებთან, ომის დანაშაულებთან და ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხები. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავარმა პროკურორმა და მისმა მოადგილემ ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართეს ევროპის საბჭოს რიგი წევრი სახელმწიფოების პროკურატურების ხელმძღვანელებთან.