ორი წლის განმავლობაში 10 000-ზე მეტი მზრუნველობამოკლებული ბავშვი დაიკარგა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ევროკავშირის კრიმინალურ სადაზვერვო სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს საფრთხე, რომ დაკარგული ბავშვები კრიმინალურ დაჯგუფებას ჰყავდეს მძევლად.
სააგენტოს ინფორმაციით, ევროპაში ჩამოსული ლტოლვილების 27 პროცენტს არასრულწლოვნები შეადგენენ.
ევროპოლის ცნობით, მზრუნველობამოკლებული ბავშვები უმეტესად მონობის და ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებიან. მათ სექსუალურ ინდუსტრიაშიც აქტიურად იყენებენ.