საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ საქართველოს პრეზიდენტს შეურაცხყოფა პარლამენტში მიაყენა და დაუნის სინდრომი სალანძღავ სიტყვად გამოიყენა:
"მინდა რამდენიმე კრიტიკული გამოვთქვა თქვენს მიმართ _ თქვენ ხართ პირველი კაცი საქართველოში, თქვენი ყველა სიტყვა და ბგერა ანალიზდება. მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხთან დაკავშირებით.
ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა. თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას მაშინ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ" _ მიმართა თოფაძემ მარგველაშვილს.
<