"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში წლის მთავარი დოკუმენტი, 2016 წლის ბიუჯეტი დღეს მიიღეს. ამ პროცესს წინ უძღვოდა, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტისა საკრებულოს თავმჯდომარის, პაპუნა კობერიძის გადაყენების საკითხი.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი 15 300 000 ლარით განისაზღვრა. “გურია ნიუსი“ წერდა, რომ ბიუჯეტის პროექტი 2015 წელს ორჯერ ჩავარდა.
ჩვენთვის ასევე ხდება ცნობილი, რომ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე უნდა მოხდეს ოთხი კომისიის თავმჯდომარის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების საკითხი.
შენიშვნა: ფოტო ია თინიკაშვილის