რუსული მასმედიის მტკიცებით, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.
სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევების ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ლუკაშენკოს პრეზიდენტად მორიგ არჩევას ბელარუსების 20,5 პროცენტი უჭერს მხარს.
იმავე კვლევების თანახმად გასული წლის ივლისში ლუკაშენკოს რეიტინგი 53 პროცენტი გახლდათ, დეკემბერში კი 29 პროცენტი იყო.
უკანასკნელად ლუკაშენკოს რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე 2003 წელს დაეცა, როდესაც მას მოსახლეობის 26 პროცენტმა გამოუცხადა მხარდაჭერა, თუმცა, ახლანდელმა რეიტინგმა ყოველგვარი რეკორდი მოხსნა.
აღსანიშნავია, რომ კვლევების ცენტრი ბელარუსში ლუკაშენკოს ბრძანებით ჯერ კიდევ 2005 წელს გაუქმდა და ამჟამად მისი თანამშრომლები ლიტვიდან ახორციელებენ მოსახლეობის გამოკითხვას.