სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე ნინო შეწირული დაინიშნა. დანიშვნის შესახებ ბრძანებას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ მოაწერა ხელი.
ნინო შეწირული დღემდე სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორად მუშაობდა.
სააგენტოს ინფორმაციით ნინო შეწირულს დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი, საქონელმცოდნეობის სპეციალობით.
ფლობს მაგისტრის ხარისხს და არის დორაქტორანტი. ასევე დამთავრებული აქვს თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის კვების მრეწველობისა ეკონომიკისა და მართვის ფაკულტეტი კვების ტექნოლოგის სპეციალობით.
2009-2010 წლებში მუშაობა დაიწყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების სამმართველოს მეცხოველეობის მიმართულებით.
2010-2011წლებში მუშაობდა აგრარულ უნივერსიტეტში რექტორის უფროს მრჩევლად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილედ;
2011-2012 წლებში იყო მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ადმინისტრაციის უფროსი; ხოლო 2012 -2013 წლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის პროექტების სამმართველოს უფროსი.
2015 წლის 2 თებერვლიდან დღემდე კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს სურსათის ინსპექტორი.
ამავე თემაზე: სურსათის უვნებლობის სააგენტოს გურიის ოფისს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს