რუსეთის პატრიარქი კირილი რომის პაპ ფრანცისკს შეხვდება. შეხვედრა 12 თებერვალს, კუბაში გაიმართება. ინფორმაცია ამის თაობაზე რუსეთის ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა მიტროპოლიტმა ილარიონმა გაასაჯაროა. რუსული მხარის განცხადებით, ორი უმაღლესი საეკლესიო იერარქის საუბრის თემა – უკრაინაში ბერძნულ-კათოლიკური (უნიატები) მიმდინარეობის არასასურველი გააქტიურება და ასევე ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ქრისტიანების უფლებების დარღვევის პრობლემები იქნება.
წყარო: