მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" მიერ დედაქალაქის მთავრობიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის დეკემბერში თბილისის მერიაში 1 108 279 ლარის ოდენობის პრემია, 190 463 ლარის ოდენობის დანამატი გაიცა, რაც ჯამში, 1 298 742 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება გამგეობებს, იმავე პერიოდში პრემია 784 575 ლარის პრემია, 115 415 ლარის დანამატი გაიცა, რაც ჯამში, 899 990 ლარია. აქედან ამომდინარე, მხოლოდ ერთ თვეში მერიასა და გამგეობებში პრემია-დანამატის სახით 2 198 732 ლარი გაიცა.
2015 წლის დეკემბერში თბილისის ვიცე მერმა ლაშა აბაშიძემ პრემიის სახით 2360 ლარი, ხოლო დანამატის სახით 3050 ლარი მიიღო. მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ 2240 ლარის ოდენობის პრემია და დანამატი 3360 ლარის ოდენობის დანამატი აიღო; მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე პრემია – 2240 ლარი, დანამატი – 3360 ლარი; მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი პრემია – 2240 ლარი, დანამატი – 3360 ლარი; მერის მოადგილე ხელაია პრემია – 2240 ლარი, დანამატი – 3360 ლარი; ადმინისტრაციის უფროსი ჯაჭვლიანი პრემია – 2 120 ლარი, დანამატი – 3180 ლარი; მერიის ადმინისტრაცია პრემია – 199 560 ლარი, დანამატი – 46 620 ლარი; მერიის საქალაქო სამსახურების უფროსი პრემია – 2080 ლარი, დანამატი – 2600 ლარი.
13 საქალაქო სამსახურის უფროსის პრემიამ ჯამში 27 040 ლარი, დანამატმა 35 060 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება გამგებლებსა და მის მოადგილეებს, "მედიატორის" მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, გამგებლის პრემიამ 2080 ლარი, ხოლო დანამატმა 2600 ლარი შეადგინა. მოადგილემ პრემიის სახით 1440 ლარი, დანამატის სახით კი 1800 ლარი მიიღო. შესაბამისად, 10 გამგებლის პრემიამ 20 800 ლარი, დანამატმა 26000 ლარი, 30 მოადგილის პრემიამ 43 200, ხოლო დანამატმა 54 000 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება კონკრეტულ გამგეობებს, "მედიატორის" მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ნაძალადევის გამგეობაში პრემიის სახით 89 680 ლარი, ხოლო დანამატი 12 000 ლარი გაიცა; საბურთალოს გამგეობაში კი პრემია – 75 520 ლარი, დანამატი – 12000 ლარი; დიდუბის გამგეობა პრემია – 68 560 ლარი, დანამატი -12000 ლარი; ვაკის გამგეობა პრემია – 72 000 ლარი, დანამატი – 8 855 ლარი; სამგორის გამგეობა პრემია – 84 480 ლარი, დანამატი – 12000 ლარი; გლდანის გამგეობა პრემია – 76 920 ლარი, დანამატი 12000 ლარი; ისნის გამგეობა პრემია – 98 025 ლარი, დანამატი – 12000 ლარი; კრწანისის გამგეობა პრემია – 67 550 ლარი, დანამატი – 10 560 ლარი, ჩუღურეთის გამგეობა პრემია – 64 680 ლარი, დანამატი 12 000 ლარი; მთაწმინდის გამგეობა პრემია – 84 160 ლარი, დანამატი – 12000 ლარი.