
ზურაბ საჯაია, ჩოხატაური:_ დაპირებები, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ხალხს მისცა, სრულად არ შესრულებულა.
ზოგიერთ დარგში არის წარმატება, მაგრამ არის დარგები, სადაც ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. მათ შორის, დასაქმების კუთხით.

თამარ ვაშალომიძე, ოზურგეთი: _ მომწონს.
ზოია ვადაჭკორია, ჩოხატაური: _ არც ერთი არ უქნია ღმერთს!

ნოდარი ჭეიშვილი, ოზურგეთი:_ ნორმალურია. რაც იყო იმაზე უკეთესია და გურიაში ბევრი რამ გაკეთდა.

შალვა მირზაშვილი, ჩოხატაური: __ საშუალოდ მომწონს.

ნოდარ ადაძე, ჩოხატაური: _ მომწონს _ ცუდი არ იყო.

გელა სიხარულიძე, ჩოხატაური: _ არა, არ მომწონს.

სოსო ჩხაიძე, ლანჩხუთი: _ სამწუხაროდ, ბევრი ხარვეზი აქვს დღევანდელ ხელისუფლებას.

ზური პატარაია, ლანჩხუთი: _ თავს შევიკავებ პასუხისგან.

ლამარა ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთი: _ მომწონს ის, რომ ბავშვებს სკოლაში უფასოდ ეძლევათ სახელმძღვანელოები.
არ მომწონს, ლარის კურსი რომ ეცემა.

გია დოლიძე, ლანჩხუთი: _ არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით.

ელგუჯა ურუშაძე, ოზურგეთი: _ არა, არ მომწონს.

დავით სურგულაძე, ოზურგეთი: _ რა ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ძალიან დიდად არ ვარ მოხარული.
ეკონომიკურ მდგომარეობას გავუსვამ ხაზს, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის კუთხით.

ანზორ ელიეშვილი, ჩოხატაური: _ არ მომწონს.

ცუცა კოპლატაძე, ოზურგეთი: _ კი მომწონს, ყველაფერი კარგია.




































































