ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ''მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში ტრადიციულად გურიის რეგიონის სამხატვრო და საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების მე-5 გამოფენა -კონკური გაიმართა, სადაც გამარჯვებული 13 ბავშვი სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვეს.
გამოფენა-კონკურსში მონაწილეობდნენ ქალაქ ოზურგეთის სამხატვრო სკოლის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
გამოფენის გახსნის შემდეგ ჟიურის წევრებმა გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინეს. საუკეთესო ფერწერა – ქრისტინა მუჯირი (ქალაქ ოზურგეთის სამხატვრო სკოლა), საუკეთესო ნამუშევარი – დათო მორჩილაძე (ქალაქ ოზურგეთის სამხატვრო სკოლა), საუკეთესო კომპოზიცია – ანო ტაბატაძე (ქალაქ ოზურგეთის სამხატვრო სკოლა), საუკეთესო თემა – გვანცა გოცაძე (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა), საუკეთესო იდეა – თამუნა დარჩია (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა); საუკეთესო დეკორაცია – ნინო გობრონიძე (ქალაქ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლა), საუკეთესო პლასტიკა – ლუკა რუსიეშვილი (ქალაქ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლა), საუკეთესო ფერწერა -ია ანდღულაძე (ქალაქ ოზურგეთის #3 საჯარო სკოლა), ხოლო პრიზი საუკეთესო ხელნაკეთობისთვის ქალაქ ოზურგეთის #3 საჯარო სკოლის მეორე კლასელებმა მიიღეს. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ''მერაბ ბერძენიშილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის" რჩეულებად კი ნია გუჯაბიძე და გამოფენა-კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილე, 6 წლის ანდრია თავართქილაძე დასახლდნენ.
გამარჯვებულებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ქალაქ ოზურგეთის მერიამ და ადგილობრივმა ბიზნესმენებმა ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადასცეს.
გამოფენა-კონკურსი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ჩატარდა. წელს კონკურსში 250 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. წარმოდგენილი 500 ნამუშევრიდან ჟიურიმ 13 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა.