"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ახალდანიშნული უფროსის კახა მურადაშვილის ერთ-ერთ მოადგილედ ბესო ბოლქვაძე ინიშნება.
ბესო ბოლქვაძე რამდენიემე წლის წინ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გურიის სამსახურში მუშაობდა, ბოლო წლებში კი გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში უბნის ინსპექტორთა სამმართველოს უფროსი იყო.
ბოლქვაძე, სავარაუდოდ, გაგა ბაზაძის ადგილს დაიკავებს, რომელიც გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსების გიორგი მდინარაძისა და კობა ცერცვაძის მოადგილედ მუშაობდა გამოძიების განხრით.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში სხვა საკადრო ცვლილება არ განხორციელებულა, თანამდებობა მხოლოდ ორმა მოადგილემ დატოვა. წყაროს ინფორმაციით, შეიცვლებიან ოზურგეთისა და ლანჩხუთის პოლიციის უფროსები და მოადგილეები, თანამდებობას შეინარჩუნებს ჩოხატაურის პოლიციის უფროსი დავით წულაძე.
აღნიშნული ინფორმაციების გადასამოწმებლად დავუკავშირდით კახა მურადაშვილსა და ბესო ბოლქვაძეს, თუმცა არცერთმა მათგანმა ჩვენს სატელეფონო აზრებს არ უპასუხა.
საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით შსს პრესსამსახურში კომენტარს არ აკეთებენ.