ინდოეთის ქალაქ ბანგალორის ასზე მეტ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სასწავლო პროცესის შეწყვეტა ლეოპარდმა გამოიწვია.
როგორც ცნობილია, ერთ-ერთ სკოლაში მამალი ლეოპარდი შეიჭრა, რომლის დაჭერის მცდელობის დროსაც ექვსი ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაწანწალა ლეოპარდებმა ტყიდან დასახლებულ პუნქტში გადაინაცვლეს, რის გამოც მთავრობა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.