2018 წელს ტიტანიკი 2 გამოვა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ახალი გემი მდიდრული ლაინერის იდენტური იქნება, რომელიც 1912 წელს ჩაიძირა.
როგორც ცნობილია, ახალ ლაინერს ძველისგან განსხვავებით მეტი მაშველი ეყოლება.
კომპანია პალმერის გლობალური მარკეტინგის დირექტორის, ჯეიმს მაკდონალდის განცხადებით, ახალი ლაინერი თანამედროვე სისტემით იქნება აღჭურვილი.
"ახალ ტიტანიკს ციფრული სანავიგაციო სისტემა, სატელიტური კონტროლი და თანამედროვე სარადარო სისტემა ექნება, რასაც 21-ე საუკუნის გემისგან ველოდებით,"_განაცხადა მაკდონალდმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ტიტანიკის მარშრუტი აღმოსავლეთ ჩინეთში ჯიანგსუდან დაიწყება და დუბაიში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დასრულდება.
როგორც ცნობილია, პირველი ტიტანიკის მარშრუტს საუთჰემპტონი-ნიუ-იორკი შეადგენდა, თუმცა მოგზაურობის დაწყებიდან მეხუთე დღეს გემი აისბერგს შეეჯახა და სამი საათის შემდეგ ჩაიძირა.