დონალდ ტრამპის ბრძანება აშშ-ის საგარეო პროგრამების 90 დღით გაყინვის შესახებ უნდა გაუქმდეს, _ ეს გადაწყვეტილება ვაშინგტონის სასამართლომ მიიღო. ეს არის პირველი დადგენილება, რომელიც დაკავშირებულია USAID-ის დაფინანსების შეწყვეტასთან, _ იუწყება სააგენტო Associated Press.
სარჩელი სასამართლოში შეიტანა ორმა საერთაშორისო ორგანიზაციამ _ შიდსის ვაქცინის ადვოკატირების კოალიციის და გლობალური ჯანმრთელობის საბჭომ, რომლებიც იღებენ დაფინანსებას USAID-ისგან. ამ სარჩელიდან გამომდინარე, ფედერალურმა მოსამართლემ ამირ ალიმ, მოტივით _ “მასობრივი ზიანი, რაც უეცარმა დახურვამ მიაყენა ორგანიზაციებს” საზღვარგარეთ, გამოსცა დროებითი ტრამპის ბრძანების შეჩერების განკარგულება.
„ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ადრე ამტკიცებდნენ, რომ მათ უნდა შეეწყვიტათ საგარეო დაფინანსების პროგრამები, რათა გადაეხედათ მათთვის და მერე გადაეწყვიტათ, გაეგრძელებინათ თუ არა ეს პროგრამები. თუმცა, მათ არ აუხსნიათ, რატომ იყო უცხოური დახმარების მთლიანად შეწყვეტა ერთადერთი გონივრული გამოსავალი და ვერ დაასახელეს მიზეზი, რატომ უნდა დახურულიყო მრავალი მცირე და დიდი ორგანიზაცია“, _ თქვა მოსამართლე ალი.