ცოტა ხნის წინ ფრანგულ მასმედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.
ფრანგმა სამართალდამცველებმა დააკავეს 25 წლის ჰაკერი, რომლის სახელს არ ასახელებენ.
მას ბრალად ედება ინტერნეტ-დღიურების საიტის "ტვიტერის" ცნობილი მომხმარებლების პაროლების გატეხვა.
ჰაკერმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიკრობლოგის პაროლი გატეხა და მისი სახელით ყალბ განცხადებებს ათავსებდა. თითქოს ამერიკის პრეზიდენტი აწყობდა ვიქტორინას, რომლის გამარჯვებული 500 დოლარის ბენზინს მიიღებდა.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ აღმოჩნდა, ჰაკერს არანაირი ტექნიკური განათლება არ ჰქონდა და მომხმარებელთა "ექაუნთებს" ლოგიკური აზროვნების და პაროლების შერჩევის მეთოდით ტეხდა.
ფრანგი სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ საქმე კომპიუტერულ გენიოსთან აქვთ.