ევროკავშირმა საბერძნეთს საზღვრებზე კონტროლის გასაძლიერებლად სამი თვე მისცა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შენგენის ზონის ქვეყნებში საზღვრების გაკონტროლების გამკაცრება სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს შიდა სასაზღვრო კონტროლი შეინარჩუნონ.
როგორც ცნობილია, ორი კვირის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საბერძნეთმა გარე საზღვრების კონტროლზე თავის ვალდებულებები უგულებელყო.
გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში გასულ წელს 85 000-ზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა.