გაერო "ისლამურ სახელმწიფოს" მალიში სამხედრო ბაზაზე თავდასხმაში ადანაშაულებს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTER ავრცელებს.
როგორც ცნობილია, თავდამსხმელებმა ბაზას ცეცხლი გაუხსნეს და ნაღმმტყორცნებიც გამოიყენეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, მომხდარი თავდასხმა დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში "ისლამური სახელმწიფოს" ამბოხის ზრდას მიუთითებს.