ჩრდილო-დასავლეთ სირიაში საჰაერო იერიშის შედეგად ორგანიზაციის, "ექიმები საზღვრებს გარეშე" საავადმყოფო განადგურდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საქველმოქმედო სამედიცინო ორგანიზაციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად რვა თანამშრომელი დაიკარგა.
როგორც ერთ-ერთი დამკვირვებელი ჯგუფი იუწყება, მომხდარის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, ხოლო თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთია.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა მას შემდეგ მოხდა , რაც სახელმწიფოებმა სირიაში საომარი მოქმედებების 1 კვირით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.