BBC-ის ინფორმაციით, ბოსნია-ჰერცოგოვინამ ევროკავშირს გაწევრიანების შესახებ თხოვნით ოფიციალურად მიმართა.
როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინმა განაცხადა, სასიამოვნოა, რომ ევროკავშირის მეზობელი ქვეყანა გაწევრიანებას დიდი მონდომებით ცდილობს.
"ქვეყანას უდიდესი სურვილი აქვს ევროკავშირის წევრი გახდეს, ის ცდილობს ქვეყნის საზოგადოება, ეკონომიკა, ინსტიტუტები ევროპულ სტანდარტებს მოარგოს,"_განაცხადა მოგერინმა.