სირიაში საჰაერო იერიში კიდევ ერთ საავადმყოფოზე მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას ALJAZEERA ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, ასევე არიან დაშავებულებიც.
როგორც ცნობილია, საქველმოქმედო ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშეს“ ერთ-ერთ საავადმყოფოზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 თანამშრომელი დაკარგულია.
"როგორც ჩანს ეს მიზანმიმართული თავდასხმაა სირიის ჯანმრთელობის სტრუქტურაზე,"_განაცხადა საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მასიმილიანო რებაუდენგომ.
როგორც ცნობილია, საჰაერო იერიშები ქალაქ აზიზსა და მარაატ ალ-ნუმანში მოხდა. ერთ-ერთი დამკვირვებელი ჯგუფის განცხადებით, თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთია.
მაუწყებლის ინფორმაციით, მაშველეები არ გამორიცხავენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს.