ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხა კომისის სხდომაზე "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ" იმსჯელეს .
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიწის ნორმატიული ფასი 3, 19 ლარითაა განსაზღვრული, მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ღირებულება 2,28 ლარია, რაც შეეხება სოფელ მალთაყვიდან მდინარე სეფისწყლამდე შავი ზღვის ნაპირიდან 500 მეტრის რადიუსში არსებულ დასახლებებსა და დასახლებათა შორის არეალს აქ მიწის ფასი 9, 12 ლარით განისაზღვრა.