ჩინელ ჟურნალისტს, იანგ ჯიშენგს პრიზის მისაღებად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფრენა აუკრძალეს. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ჟურნალისტს ჰარვარდის უნივერსიტეტმა ჯილდო წიგნ "ტომბსტონისთვის" მიანიჭა, რაც მე-20 საუკუნის მასიური ტექნოგენური კატასტროფის საუკეთესო ანალიზია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია მასაჩუსეტში მომდევნო თვეში უნდა გაიმართოს.
"მაოს დიდი შიმშილის" ავტორის, ფრენკ დიკოტერის განცხადებით, ჟურნალისტისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების აკრძალვა ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების ნიშანია.
"არ მიკვირს, რადგან ბოლო წლების განმავლობაში შეინიშნებოდა ზეწოლა ისტორიკოსებზე, ადამიანებზე, რომლებიც წარსულზე კრიტიკულად წერენ ,"_განაცხადა დიკოტერმა.