საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, თუ მამაკაცი პარლამენტარები საკანონმდებლო ოგანოში ინიცირებულ კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ, შესაძლოა, 2016 წლის პარლამენტში გაცილებით მეტი ქალი იყოს.
ამის შესახებ ბესელიამ G-News TV-ის ყოველკვირეულ გადაცემაში "არჩევანი – მე" ისაუბრა, რომლის თემა "ქალი და პოლიტიკა" იყო.
ცნობისთვის, პარლამენტში დეპუტატების, ნანა ყეინიშვილისა და თემურ ჭკუასელის კანონპროექტია ინიცირებული, რომელიც პროპორციულ სიებში სავალდებულო კვოტირებას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, ყოველ სამ კანდიდატში ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს, რაც პარლამენტში ქალთა რაოდენობას 23-მდე გაზრდის.
"თუ მამაკაცი დეპუტატები კანონპროექტს მხარს დაუჭერენ, კანონპროექტი კანონი იქნება და ამას წელსვე მოვასწრებთ. ასე რომ, მამაკაც პარლამენტარებზეა დღეს არის დამოკიდებული, იქნება თუ არა 2016 წლის არჩევნებისთვის ქალთა სავალდებულო კვოტირება. ეს გაზრდის ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში და შესაბამისად, მათ რაოდენობას პარლამენტში. მოვუწოდებ მამაკაც პოლიტიკოსებს, მხარი დაუჭირონ ამ კანონპროექტს. იმედი მაქვს, ის კოლეგები, რომლებმაც არ მისცა ხმა ამ კანონპროექტს, საპარლამენტო კენჭისრის დროს, პოზიციებს გადახედავენ და აზრს შეიცვლიან", _ აღნიშნა ბესელიამ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ G-News TV-ის ყოველკვირეულ გადაცემაში პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ კუთხით, ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს.
ამავე თემაზე:
"არ არის ჩემთვის პოლიტიკაში ყოფნა იოლი" – ეკა ბესელია
კვოტირება ქალებს ბარიერების გადალახვასა და სირთულეების გამკლავებაში დაეხმარებათ – ბესელია