უკრაინის პრემიერ არსენ იაცენიუკთან მოლაპარაკების დროს, დავუთოღლუ რუსეთის ფედერაციის აგრესიულ პოლიტიკას შეეხო.
„რუსეთის პოლიტიკის ახალი კონცეფცია – ექსპანსიონიზმის და აგრესიის გაგრძელება გახლავთ. სიტუაცია, რომელიც აფხაზეთით დაიწყო, ყირიმში გრძელდება. ამჟამად სამი ქვეყანაა, რომლის ტერიტორიული მთლიანობაც რუსეთის ფედერაციამ დაარღვია: საქართველო, უკრაინა და სირია“ – აღნიშნა თურქეთის მთავრობის მეთაურმა.
მისი სიტყვებით, ამჟამად ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის ქვეშ აზერბაიჯანი იმყოფება, რადგან სომხეთს მხარდაჭერას რუსეთის ფედერაცია უწევს.
დავუთოღლუ დაეთანხმა გავრცელებულ აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში მოქმედებებისთვის რუსეთმა შესაბამისი პასუხი ვერ მიიღო და შედეგად სირიაში მისი მოქმედებები მივიღეთ.
„რუსეთი ცდილობს ყველა ის მომენტი გამოიყენოს, როცა საერთაშორისო საზოგადოება თავისი რეაქცია ვერ გამოავლინა“ – განაცხადა თურქეთის პრემიერმა.
დავუთოღლუს თქმით, რუსეთის ფედერაციას უკრაინასა და სირიაში ათასობით ადამიანის სიკვდილის გამო პასუხისმგებლობა ეკისრება. ასევე იმის გამო, რომ ამ ქვეყნების მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა თავისი სახლები დაეტოვებინა. მისი სიტყვებით, მოსახლეობის დაბომბვებით რუსეთი სირიელებს ევროკავშირში თურქეთის გავლით ემიგრაციას აიძულებს, რომელმაც თავშესაფარი უკვე 2,5 მილიონ დევნილს მისცა.
„საბჭოთა კავშირის პერიოდი 25 წლის წინ დასრულდა. ამ პერიოდის უკან დაბრუნების მცდელობები არავის სარგებელს და კარგს არ მოუტანს“ – აღნიშნა მან.
დავუთოღლუმ რუსეთს მოუწოდა საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში პატივისცემა გამოხატოს სირიის და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და ხალხების მიმართ, შეწყვიტოს ბალისტიკური რაკეტებით და ვაკუუმური ბომბებით დაბომბვები.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved