იაპონიაში, სიგას პრეფექტურის ქალაქ კოკას ჩინოვნიკები სამსახურებში ნინძების ტანისამოსით და შეიარაღებით გამოცხადდნენ. ჩინოვნიკები მოქალაქეებს მთელი დღის განმავლობაში ნინძების სამოსში გამოწყობილები ემსახურებოდნენ, მათ სამუშაო მაგიდებზე კი ნინძების საბრძოლო იარაღები იყო განთავსებული. იაპონური მედიის ინფორმაციით, ადმინისტრაციულმა მოხელეებმა ეს ნაბიჯი მშობლიური რეგიონის გაპიარების და ტურიზმის განვითარების მიზნით გადადგეს.
ქალაქი კოკა ფეოდალური ხანის იაპონიაში თავისი ნინძებით იყო ცნობილი.
ნინძებით ასევე ცნობილია მიეს პრეფექტურის ქალაქი იგა, გასულ წელს ამ ორმა ქალაქმა 22 თებერვალი „ნინძას დღედ“ გამოაცხადეს.
ქალაქ კოკას ჩინოვნიკების ინიციატივა სწორედ დამდეგი „ნინძას დღისათვის“ ტურისტების მოზიდვის მცდელობა გახლავთ.