შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კახა მურადაშვილის ახალდანიშნულ მოადგილეს სერგი ბზიშვილს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2014 წლის 24 იანვარს აქვს შევსებული.
1985 წელს დაბადებული სერგი ბზიშვილი წარმოშობით თბილისელია, ის
შსს- ს პოლიციაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. იყო სამცხე -ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსი, ასევე იყო შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს კასპის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსი.
დეკლარაციის თანახმად, სერგის დედის ნანული ბზიშვილის სახელზეა რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლი თბილისში, ვარკეთილში, რომლის ფართობი 100.00 კვ.მეტრია. მამის გიორგი ბზიშვილის სახელზეა რეგისტრირებული ოთხი საცხოვრებელი სახლი და ერთი მიწის ნაკვეთი: მისი ეკუთვნის თბილისში, 90.00 და 100.00 კვ.მ. მქონე ფართობის ბინები ვარკეთილის დასახლებაში.
გიორგი ბზიშვილს საცხოვრებელი სახლი აქვს გორში, სოფელ ატენში, რომლის ფართობი 300.00 კვ.მეტრია. ამავე სოფელში აქვს ასევე 300 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი. გიორგი ბზიშვილს საცხოვრებელი სახლი აქვს თბილისში, აფრიკის დასახლებაში, რომლის ფართობი 100.00 კვ.მეტრია.