სატრანზიტო-სატრანსპორტო საკითხებთან დაკავშირებით ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს დღეს საქართველოში სტუმრად მყოფი ყაზახეთის ვიცე პრემიერის მოადგილე ბაკიტჟან საგინტიევი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავრობის წარმოამდგენლებს ბათუმში სასტუმრო "ჰილტონში" შეხვდება.
სტუმართან შემხვედრ ქართულ დელეგაციას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხემძღვანელებს.
სტუმრობის დროს, მოლაპარაკებების დაწყებამდე საგინტიევი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სარფის საბაჟოს, ბათუმის ნავთობტერმინალსა საზღვაო პორტს მოინახულებს.
გარდა ამისა დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიაშვილთან.