ევროკავშირის სამიტზე ბრიუსელში ჩასულმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის დიდი ბრიტანეთის ინტერესებისთვის იბრძვის. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"მე ბრიტანეთის ინტერესებისთვის ვიბრძვი. თუ ჩვენ შეგვიძლია კარგი გარიგების დადება, მე დავდებ მას, მაგრამ არასდროს დავდებ შეთანხმებას, რომელიც ბრიტანეთისთვის უსარგებლო იქნება,თუმცა ბეჯითი შრომით ჩვენ ბრიტანეთისთვის უკეთესი შეთანხმების მიღწევა შეგვიძლია,"_აცხადებს კემერონი.






























































