„არა ერთხელ მითქვამს და ვიმეორებ – ვერავინ ვერ შეძლებდა ამ უბედურების, რასაც ნაც. მოძრაობა ჰქვია, მათგან ქვეყნის დახსნას. ან ბიძინა უნდა მოსულიყო ან რაღაცა უბედურება უნდა მომხდარიყო – საქართველოში უნდა შემოვარდნილიყო რომელიმე ქვეყნის ტანკები, რომ ესენი აქედან გაგვეძევებინა.
თუ ესენი ესე ხელაღებით, ჩვენი ოპონენტები როგორ ბედავენ, რატომ…
მაგათ, რომ საქართველო უყვარდეთ და ქვეყნის პატრიოტები იყვნენ, ბიძინა ივანიშვილზე ცუდი როგორ უნდა თქვან – ვინც აი ეს გააკეთა, მოგვაცილა ეს ჭირი, გადაარჩინა საქართველო“ – ეს განცხადება გოგი თოფაძემ ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „პრიორიტეტში“ სტუმრობისას გააკეთა.



































































